წყალბურთი "დინამოს" დაბრუნება საზეიმოდ აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)
ამობეჭდვა · 2017-10-05 14:57:19 · 204 ნახვა

22-წლიანი შესვენების შემდეგ წლეულს, იანვარში ქართულ წყალბურთს დაუბრუნდა სახელოვანი კლუბი "დინამო", რომელმაც საქართველოს პირველობის ფინალში "თბილისი" დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

თბილისის "ივენთჰოლში" "დინამოს" პრეზენტაცია გაიმართა. ქართველ ვეტერან და ახალგაზრდა წყალბურთელებს, სპორტის ამ სახეობის ქომაგებს თბილისის "დინამოს" დიდ სპორტში დაბრუნება მიულოცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ.

კლუბის მესვეურებმა ოლიმპიური თამაშების მედალოსნები - ლერი გოგოლაძე და მიხეილ გიორგაძე სპეციალური პრიზებით დააჯილდოეს. 

Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.Kakha Kaladze კახა კალაძე-(ი)ს ფოტო.



ავტორი: MediaMall.ge