ეკონომიკის მინისტრი GEM Fest-ის დაფინანსებას მხარს აღარ დაუჭერს
ამობეჭდვა · 2017-10-05 19:35:52 · 241 ნახვა

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ GEM Fest-ის დაფინანსების მიზეზი მენეჯმენტის ხარვეზი იყო და ფესტივალის დაფინანსებას ის მხარს აღარ დაუჭერს.

“GEM Fest-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით ალბათ, როგორც წელს, ასევე იქნება მცდელობა, მაგრამ ჩემი პოზიცია იქნება, რომ ეს ღონისძიება არ დავაფინანსოთ. ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები, როდესაც ჩვენ დავდექით იმ მდგომარეობაში, როდესაც დამატებითი ხარჯების გაწევა მოგვიწია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.



ავტორი: Mediamall.ge