ხვალ, დინამო არენაზე საქართველო-უელსის მატჩი გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-10-05 22:29:07 · 235 ნახვა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკანასკნელ საშინაო შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე უელსის გუნდი იქნება.

საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში, ტრავმის გამო სამი წამყვანი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარებიან, ხოლო უელსელები თბილისში გუნდის მთავარი ვარსკვლავის, გარეტ ბეილის გარეშე ჩამოვიდნენ, რომელმაც ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ ითამაშებს.

შეხვედრა ხვალ დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.



ავტორი: Mediamall.ge