დღეს დინამო არენაზე საქართველო-უელსის მატჩი გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-10-06 09:15:58 · 207 ნახვა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკანასკნელ საშინაო შეხვედრას გამართავს.

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო სამი წამყვანი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარებიან, ხოლო უელსელები თბილისში გუნდის მთავარი ვარსკვლავის, გარეტ ბეილის გარეშე ჩამოვიდნენ, რომელმაც ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ ითამაშებს.

შეხვედრა დღეს დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველო-უელსის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ამ ფორმით ორივე ნაკრების წევრები პატივს მიაგებენ საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარის, 31 წლის შოთა მამინაშვილის ხსოვნას, რომელიც პირველ ოქტომბერს "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრამდე ვარჯიშის დროს, ტრაგიკულად დაიღუპა.



ავტორი: Mediamall.ge