მსოფლიოს ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონატზეა
ამობეჭდვა · 2017-10-06 14:43:00 · 202 ნახვა

მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. გაირკვა ორი ნაკრები, რომელსაც მუნდიალზე იასპარეზებს: გერმანია და ინგლისი. 

მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ სტუმრად მოუგო ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 და გაინაღდა გაისად, მუნდიალზე თამაში. 

გერმანელთაგან გოლები გაიტანეს - სებასტიან რუდიმ (მე-2 წუთი), სანდრო ვაგნერმა (21) და ჯოშუა კიმიხმა (86). 93-ე წუთზე ჯოშ მაჯენისმა ერთი ბურთი გაქვითა. გერმანიის ნაკრებმა 27 ქულა დააგროვა და მიუღწეველია კონკურენტებისთვის. ჩრდილოეთ ირლანდიას 19 ქულით მეორე ადგილი და პლეი ოფში თამაში აქვს განაღდებული.



ავტორი: MediaMall.ge