ნიკო ნიკოლაძის კოშკში გალავნის კედლის ნაშთი და არტეფაქტები აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 2017-10-06 21:44:38 · 198 ნახვა

ისტორიული ძეგლის, ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესის დროს, მარჯვენა ფლიგელის ნაწილში, გალავნის კედლის ნაშთი და არტეფაქტები აღმოაჩინეს. 

კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორის ელენე გაბლიანის განმარტებით, არქეოლოგიური ნივთები კონკრეტულად რომელი პერიოდით თარიღდება, სპეციალისტთა ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ დადგინდება. 

“სამუშაო პროცესის დროს აღმოჩნდა დიდი მოცულობის, სავარაუდოდ გალავნის კედლის ნაშთი, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ასევე სიღრმეში აღმოჩნდა არტეფაკტები, როგორც კერამიკის, ისე თიხის ჭურჭლის, აგურის, კრამიტის და რკინის ფრაგმენტები", - განაცხადა ელენე გაბლიანმა



ავტორი: Mediamall.ge