საქართველოს ნაკრები უელსთან 0:1 დამარცხდა
ამობეჭდვა · 2017-10-06 22:27:07 · 228 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი შეხვედრა დათმო და უელსის ეროვნულ ნაკრებთან მინიმალური სხვაბით 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი ბურთი ტომ ლოურენსმა გაიტანა.

მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას უელსის ეროვნული ნაკრები ფლობდა. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ბოლო წუთებზე ჰქონდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევის გოლით დასრულება ვერ შეძლეს.

მატჩს 2000-მდე უელსელი გულშემატკივარი დაესწრო. ამ რაოდენობის გულშემატკივარი მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე არცერთ გუნდს არ ჩამოჰყოლია თბილისში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 ქულით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა და მეოთხე ადგილოსან ავსტრიას 4 ქულით ჩამორჩება.

ქართველ ფეხბურთელებს შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრის ჩატარება სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად, 9 ოქტომბერს მოუწევთ. სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.



ავტორი: Mediamall.ge