პორტუგალიელ ფეხბურთელს, რიკარდო კარვალიოს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ამობეჭდვა · 2017-10-06 22:30:31 · 449 ნახვა

ესპანეთის სასამართლომ გადასახდების გადახდისგან თავის არიდების გამო, ცნობილ პორტუგალიელ მცველს, რიკარდო კარვალიოს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თავდაპირველად, პროკურორი 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ კარვალიოს აღიარებითი ჩვენება გაითვალისწინა და სასჯელი 7 თვემდე შეამცირა. გარდა ამ სასჯელისა, პორტუგალიელ მცველს ჯარიმის სახით 143 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

კარვალიო ამჟამად ჩინეთის ჩემპიონატში, "შანხაი შენხუას" შემადგენლობაში თამაშობს და ესპანური კანონმდებლობის თანახმად, სასჯელი რომელიც 2 წლამდე ვადით პატიმრობაზე ნაკლებს მოიცავს, სავსებით შესაძლებელია ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეიცვალოს.



ავტორი: Mediamall.ge