საქართველოს ნაკრები უელსთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა
ამობეჭდვა · 2017-10-06 23:37:08 · 137 ნახვა

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. 

დღევანდელი შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გარეთ ბეილიმ გამოტოვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე არ თამაშობდნენ.

საქართველოსა და უელსის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ფორმით ორივე ნაკრების წევრებმა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. 31 წლის მეკარე, 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. 



ავტორი: Mediamall.ge