ბრაზილია ოლიმპიური ოჯახიდან გარიცხეს
ამობეჭდვა · 2017-10-06 23:38:50 · 627 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის რიგებში ბრაზილიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრობა დროებით შეაჩერა. სოკ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არტურ ნუზმანის დაპატიმრების შემდეგ მიიღეს. 

მას 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქად რიო-დე-ჟანეიროს არჩევის სანაცვლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრთა ხმების მოსყიდვა ედება ბრალად.

აღნიშნავენ, რომ ოლიმპიური ოჯახიდან ბრაზილიის დროებითი გარიცხვა სპორტსმენებს არ შეეხება და ისინი საერთაშორისო ტურნირებსა და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ბრაზილიის დროშის ქვეშ გამოსვლას შეძლებენ.



ავტორი: Mediamall.ge