ბრიტანულმა გამოცემამ საქართველოს ნაკრებში ყველაზე მაღალი შეფასებები ყაზაიშვილს, გვილიასა და მერებაშვილს დაუწერა
ამობეჭდვა · 2017-10-07 00:15:59 · 1147 ნახვა

ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail-მა საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩის მონაწილეები 10-ბალიანი სისტემით შეაფასა. მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში საქართველომ უელსთან 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი მასპინძლების კარში ნახევარმცველმა ტომ ლოურენსმა გაიტანა, რომელიც „დერბი ქაუნთის“ ფეხბურთელია.

საქართველო-უელსის მატჩზე Daily Mail-ის შეფასებები ასეთია:

საქართველო: ლორია-6, კაკაბაძე-6, კვირკველია-6, კაშია-6, ნავალოვსკი-6, მერებაშვილი-6.5, კანკავა-6, კვეკვესკირი-6 (ჯიღაური, 76), გვილია-6.5 (ხოჭოლავა, 89), ყაზაიშვილი-6.5, ქვილითაია-6 (სხირტლაძე, 76).

უელსი: ჰენესი-7, განტერი-7, ჩესტერი-7, უილიამსი-7, დევისი-7.5, კინგი-7, ალენი-8, ლედლი-7.5, რემზი-7.5, ვოუქსი-7.5, ლოურენსი-8.5.



ავტორი: Mediamall.ge