საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უელსის ნაკრებს ბოდიშს უხდის
ამობეჭდვა · 2017-10-07 19:21:22 · 551 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველო-უელსის მატჩის დაწყებამდე. სტუმრების ჰიმნის გაჟღერების დროს, ტექნიკური ხარვეზის გამო, ბოდიშს იხდის. ამასთან დაკავშირებით განცხადება ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის საქართველო - უელსის დაწყებამდე, სტუმარი გუნდის ჰიმნის მიმდინარეობისას მომხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს უხდის უელსის ეროვნულ ნაკრებს, მის გულშემატკივრებსა და უელსის ფეხბურთის ასოციაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დაწყებამდე უელსის ეროვნული ჰიმნი შეწყდა. რომლის შემდეგაც დინამო არენაზე შეკრებილმა ბრიტანელმა გულშემატკივრება დაასრულეს.



ავტორი: Mediamall.ge