მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალისტი ნიგერიის ნაკრები გახდა
ამობეჭდვა · 2017-10-07 23:15:21 · 212 ნახვა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის რიგით მე-12 ფინალისტი ნიგერიის ნაკრები გახდა. მან ზამბია მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ერთი ტურით ადრე გაინაღდა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი. 

ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე "არსენალის" ფორვარდმა ალექს აივობიმ გაიტანა.

ნიგერიამ 1994 წელს დებიუტის შემდეგ მხოლოდ ერთი ჩემპიონატი გამოტოვა - 2006 წელს. 

ნიგერია შეუერთდა რუსეთს, ინგლისს, ბელგიას, ბრაზილიას, გერმანიას, ირანს, ესპანეთს, სამხრეთ კორეას, მექსიკას, საუდის არაბეთსა და იაპონიას, რომლებმაც უფრო ადრე გაინაღდეს მუნდიალზე თამაში.



ავტორი: Mediamall.ge