საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბელგრადში გაემგზავრა
ამობეჭდვა · 2017-10-08 11:10:10 · 210 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 10:00 საათზე ბელგრადში გაფრინდა, სადაც ხვალ, 9 ოქტომბერს სერბეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში შეხვდება.

სერბეთში ნაკრებთან ერთად არ იმყოფებიან ეროვნული ლიგის ბომბარდირი, „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე და თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ისინი საქართველოში დატოვა.

სერბეთის ეროვნული გუნდი 9 ტურის შემდეგ 18 ქულით ჯგუფის ლიდერია, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, მხოლოდ გამარჯვება აწყობს, რადგან უელსს ქულით ასწრებს, ხოლო ირლანდიას - 2 ქულით.

ვაისის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში ერთხელაც ვერ გაიმარჯვა და ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

 



ავტორი: 1tv.ge