ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში დელ პოტროს შეხვდება
ამობეჭდვა · 2017-10-08 16:08:00 · 247 ნახვა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში თამაში უფლება მოიპოვა. worldsport.ge-ს მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მსოფლიოს რეიტინგის მე-60 ჩოგანმა კანადელი ვაშეკ პოსპიშილი 7:6, 2:6, 6:3 დაამარცხა.

ძირითად ბადეში ქართველის მოწინააღმდეგე გამოცდილი არგენტინელი მოთამაშე, მსოფლიოს 24-ე პოზიციაზე მყოფი ხუან-მარტინ დელ პოტრო იქნება. სამხრეთამერიკელი და ნიკოლოზი ერთმანეთს აქამდე არ შეხვედრილან. დელ პოტრომ გასულ თვეში ამერიკის ღია ჩემპიონატზე როჯერ ფედერერი დაამარცხა და ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა რაფაელ ნადალის ძლევა ვერ შეძლო.

ქართველის და არგენტინელის დაპირისპირება 9 სექტემბერს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.



ავტორი: MediaMall.ge