9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-10-08 23:52:03 · 688 ნახვა

ვერძი
საკმაოდ საპასუხისმგებლო დღეა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და შესაბამისად, მეტი ნიჭი და შესაძლებლობა უნდა გამოავლინოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთეთ. 

კურო
წარმატებული დღეა, იღბალი თქვენ მხარესაა. ნუ იწუწუნებთ, იცოდეთ, რომ ყველაფერს იდეალურად გაართმევთ თავს. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატიურობა გმართებთ, რომ თავიდან აიცილოთ კამათი.

ტყუპი
საქმიანი შეხვედრებით დატვირთული დილა გელით. შუადღე საოჯახო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ; საღამო კი, რომანტიკულ პაემანს. ნუ შეიკავებთ თავს გრძნობების გამხელისგან.


კირჩხიბი
ჩასაფრებული ადამიანების რაოდენობა გაზრდილია, შესაბამისად, ნუ იტრაბახებთ საკუთარი მიღწევებით. განსაკუთრებით, მოშურნეებთან. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ.


ლომი
წარმატებული დღეა, თუმცა, სახლში ნუ დაჯდებით და წარმატებას ამგვარად ნუ დაელოდებით. შანსი მოგეცემათ, გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალი ნიჭი. გარშემომყოფები თქვენგან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას ელიან. საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

ქალწული
საინტერესო დღე გელით, იღბალი საჩუქრებს გიმზადებთ. სამსახურის საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით და გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო.

სასწორი
კარგი დროა ახალი წინადადებების განხილვისთვის, მაგრამ სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დარწმუნდით, რომ საჭირო ადამიანები მხარს დაგიჭერენ. ეცადეთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

მორიელი
სუპერ დღეა მორიელებისთვის. დღეს საკუთარი თავით იამაყებთ. ყველა დაგეგმილ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. ახალი საქმის დაწყების შესაძლებლობაც მოგეცემათ. რომანტიკული დღე გელით.

მშვილდოსანი
მართალია თვლით, რომ ყველაფერი იცით, მაგრამ დღეს პროფესიონალების, გამოცდილი ადამიანების რჩევებს აუცილებლად უნდა მოუსმინოთ. გააუმჯობესეთ პირადი ურთიერთობა. საღამო საყვარელი ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
პოზიტიური და შრომისმოყვარე ხართ. კარგი დღეა პროექტების დასასრულებლად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მზრუნველი.

მერწყული
ურთიერთობებისა და შეხვედრების დღეა. სამსახურში ძალიან ნუ გადაიტვირთებით, აუცილებლად გამონახეთ დრო გართობის და შოპინგისთვის.

თევზები
პოზიტივს აფრქვევთ, შესაბამისად, საშუალება მოგეცემათ, სამსახურში, ოჯახში თუ საახლობლოში მეგობრული და პოზიტიური ატმოსფერო შექმნათ და ბევრი საქმის და გადაღლილობის მიუხედავად, საქმეებს თავი წარმატებით გაართვათ. საღამო საყვარელ ადამიანთან რომანტიკულად გაატარეთ.



ავტორი: MediaMall.ge