ქართველმა 19-წლამდელებმა ფინეთი დაამარცხეს
ამობეჭდვა · 2017-10-09 12:20:00 · 244 ნახვა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში, ანგარიშით  2:1 ფინეთი დაამარცხა. 

გიორგი ყიფიანის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაც ლუკა ასათიანის და ბექა ქავთარაძის გოლებში ასახა. სტუმრებმა ბოლო წუთებზე შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 10 ოქტომბერს ჩაატარებენ.



ავტორი: MediaMall.ge