საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
ამობეჭდვა · 2017-10-09 15:09:29 · 180 ნახვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. მორიგი მისიის დასასრულს საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მონაცემები 2017 წლისთვის 3,5 % დან 4,3%-მდე გაზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით,  გაუმჯობესების ძირითად მიზეზებად სავალუტო ფონდმა ექსპორტის, ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით ზრდა დაასახელა. 

"ასევე ჯამში დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესი, კერძოდ, ხაზი გაესვა საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის, ასევე  სხვა რეფორმების მიმდინარეობას და აღინიშნა,  რომ ეს რეფორმები დათქმულ ვადებში,  საკმაოდ წარმატებით ხორციელდება", - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. 



ავტორი: MediaMall.ge