ხვალ, სასტუმრო “ბილტმორში“, საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-10-09 20:40:45 · 172 ნახვა

ხვალ, 10 ოქტომბერს, 09.50 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში“ გაიმართება საქართველო-ირანის  ბიზნეს  ფორუმი, რომელსაც საქართველოს   ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების მინისტრი   გიორგი  გახარია  და  ირანის  კოოპერაციის შრომის და სოციალურიკეთილდღეობის  მინისტრი ალი რაბიი  მისასალმებელი  სიტყვით  გახსნიან.

ქართული  და ირანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები ფორუმზე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის,ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, კულტურისა და განათლების  დარგში თანამშრომლობის 
პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

ხვალვე, 10 ოქტომბერს, 10.50 საათზე, „ფუნიკულიორში“ გაიმართება  საქართველო-ირანის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიისმე-6 სხდომა, რომელსაც ასევე გიორგი გახარია და ალი რაბიი  დაესწრებიან.

კომისიის სხდომაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.



ავტორი: Mediamall.ge