მანჩესტერ სიტი ლიონელ მესიში 400 მილიონს იხდის
ამობეჭდვა · 2017-10-09 22:43:22 · 249 ნახვა

არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, თითქმის ორჯერ გაზარდოს ნეიმარის სატრანსფერო რეკორდი. როგორც გაზეთი AS წერს, „მანჩესტერ სიტი“ სერიოზულად განიხილავს „ბარსელონას“ ლიდერის შეძენას. 

არგენტინელის ხელში ჩასაგდებად ინგლისური კლუბის არაბი მფლობელები მზად არიან - 400 მილიონი ევრო დახარჯონ. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ „სიტის“ წარმომადგენლებს ხშირი კონტრაქტი აქვთ ლეოს გუნდის წევრებთან და უკვე შეამზადეს ნიადაგი ტრანსფერისთვის

შეგახსენებთ, მანამდე „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ ბარტომეუმგამოაცხადა, რომ მესიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა, მაგრამ გარიგების ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა.

ლეოს მოქმედი ხელშეკრულება კატალონიურ გრანდთან 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედებს



ავტორი: Mediamall.ge