ოქროს ბურთის ნომინანტები ცნობილია
ამობეჭდვა · 2017-10-09 23:40:00 · 219 ნახვა

ფრანგულმა საფეხბურთო გამოცემამ France Football 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზის "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტი დაასახელა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, სიაში ყველაზე ბევრი, კერძოდ კი 7 წარმომადგენელი მადრიდის "რეალს" ყავს, რომელმაც გასულ სეზონში როგორც ჩემპიონთა ლიგა, ასევე ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

წინასწარი პროგნოზით, "ოქროს ბურთისთვის" წელს ძირითადი ბრძოლა რონალდო-მესი-ნეიმარის სამეულს შორის იქნება, რომელთა შორისაც ფავორიტი ამჯერადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი იქნება.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 6 დეკემბერს გაიმართება.



ავტორი: Mediamall.ge