ფრანგ ფეხბურთელს მატჩის დროს გული გაუჩერდა
ამობეჭდვა · 2017-10-10 13:45:00 · 431 ნახვა

საფრანგეთის კლუბის "Marley-de-Ville“-ის ფეხბურთელი, 28 წლის მცველი ქვეყნის თასის გათამაშებისას, ,,ვერსალთან" მატჩის დროს სტადიონზე დაეცა.  მსაჯებმა თამაში შეაჩერეს.


ფეხბურთელს პირველადი სამედიცინო დახმარება სტადიონზევე აღმოუჩინეს, თუმცა, უშედეგოდ. ფრანგი სპორტსმენი გულის შეტევის დიაგნოზით საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 


"Marley"-ის ბენჟამენ ბერტონი აცხადებს, რომ ფეხბურთელი რეანიმაციაშია მოთავსებული, თუმცა, მას გული გაუჩერდა და იმის მიუხედავად, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, იგი კვლავ უგონო მდგომარეობაშია.



ავტორი: MediaMall.ge