ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი დაინიშნა
ამობეჭდვა · 2017-10-10 19:20:11 · 219 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას ახალი მრჩეველი ჰყავს. ამ პოზიციაზე ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი დაინიშნა. 

ჟან ფრედერიკ პოლსენი ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი ეს გამოცდილება უწყებას სხვადსხვა ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება. ის მინისტრის მრჩევლად საერთაშორისო მიმართულებით დაინიშნა.

 



ავტორი: Mediamall.ge