„გრინ დეველოპმენტი" ბაზარზე 2 მილიონი დოლარის ობლიგაციას გამოიტანს
ამობეჭდვა · 2017-10-10 20:24:32 · 176 ნახვა

დეველოპერულ კომპანია „გრინ დეველოპმენტს"   ბაზარზე 2 მილიონი დოლარის ობლიგაცია გამოაქვს. კომპანია დეტალებზე ხვალ ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

კომპანიის ინფორმაციით, ბაზარზე 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალი ობლიგაცია გამოდის, წლიური 11%–იანი სარგებლის დარიცხვით.

გრინ დეველოპმენტი „მ2“-ის შემდეგ  უძრავი ქონების ბაზარზე მე-2 კომპანიია, რომელმაც  ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება მოიპოვა.



ავტორი: Mediamall.ge