ეს უზრუნველყოფს ფერმერების მაღალ შემოსავალს და მომხმარებლების დაბალ ხარჯებს - სიახლე ბაზარზე
ამობეჭდვა · 2017-10-11 10:43:01 · 184 ნახვა

კომპანია, რომელიც ევროპის ლიდერია კლიმატ კონტროლის შექმნის საკითხებში, ექსკლუზიურ აგენტად საქართველოში „EXPERTO“-ს ნიშნავს

ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია „EXPERTO“-მ, რომელმაც საქართველოს ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სერვისების განხორციელება პირველმა დაიწყო - განაცხადა, რომ იგი ახლახანს „Isolcell“-ის ექსკლუზიურ აგენტად დაინიშნა საქართველოში, რომელიც ლეივზში (ბოლზანო) დაფუძნებული, იტალიური კომპანიაა.


„ვინც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობს, კარგად იცის, რომ როდესაც საქმე ეხება ცივი საწყობისა და სადისტრიბუციო არხების ორგანიზებას, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხილისა და ბოსტნეულის შენახვას. „Isolcell“-ის საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი კლასის სისტემები გვაძლევს დაუყოვნებლივ შედეგებს და გრძელვადიანი მუშაობის პერსპექტივაში ის უფრო რენტაბელურია, ვიდრე ცივი დასაწყობების ტრადიციული მეთოდები.“ - განაცხადა ლუდოვიკ ჟირომ, რომელიც „EXPERTO“-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.


„Isolcell“-ს აქვს 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში, რომლებიც სწავლობენ - თუ როგორ შეუძლია უსაფრთხო კლიმატის კონტროლის სისტემას შექმნას დასაწყობების შესაძლებლობა ქიმიური დანამატების, პესტიციდების და დიდი რაოდენობით ელექტრო რესურსის გამოყენების გარეშე. „Isolcell“-ს გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება ამ სფეროში და ის ფართო ასორტიმენტის პროდუქციას წარმოადგენს ბაზარზე, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით.


„საქართველოს ბაზარზე ჩვენი სისტემების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე და მოხარულნი ვართ, რომ ამ საკითხზე მუშაობას ვიწყებთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ სრული სურათი ბაზარზე, ლოკალურად წარმოებული პროდუქტის შენახვის ვადის გაზრდით. ეს უზრუნველყოფს ფერმერების მაღალ შემოსავალს და მომხმარებლების დაბალ ხარჯებს. ასევე, უზრუნველყოფს სხვადასხვა სეზონზე ჯანსაღი პროდუქციის ხელმისაწვდომობას. ჩვენი სისტემები აძლიერებს საქართველოში წარმოებული სურსათის უვნებლობას და ეკონომიკას, იმპორტის ჩანაცვლების შემცირების გზით“, - განაცხადა ბატონმა სტეფანო ბრიგადემ, „Isolcell“-ის ექსპორტის მენეჯერმა.


„Isocell“-ის გადაწყვეტილებები მოიცავს მოდიფიცირებული, კონტროლირებადი და გენერირებული ატმოსფეროს შექმნას ხილისა და ბოსტნეულის შენახვისათვის. ეს ხელს უწყობს ხარისხის გაზრდას და მაღალხარისხიანი კულტურების სიცოცხლეს. „Isocell“-ის გადაწყვეტილებები ანაცვლებს ქიმიურ ნივთიერებებს, ამცირებს ხარჯებს და ქმნის წლიური

დისტრიბუციის წარმოების უზრუნველყოფის შესაძლებლობას. „EXPERTO” ეხმარება „Isocell“-ს ბაზრის მონიტორიგსა და ახალი მომხმარებლების მოძიებაში საქართველოში.


„ამ ეტაპზე ჩვენ საქართველოში ვხვდებით არაერთ ინვესტორს, რომელიც ტრადიციულ საწყობებს ცივი დასაწყობების შესაძლებლობებით აშენებენ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ძვირადღირებულ ხარჯებთან, 24 საათიან ელექტროენერგიის მასიურ მოხმარებასთან და კომპლექსურ სამაცივრო დანადგარებთან, რომლებიც მოითხოვს მაღალკვალიფიციური და იშვიათი სამაცივრო ტექნიკოსების დაქირავებას. ინვესტორებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ „Isolcell„-ს „EXPERTO”-ს საშუალებით და მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შეამცირონ ოპერაციული ხარჯები და ისარგებლონ მოსავლის შენახვის გრძელვადიანი უპირატესობებით თავიანთი მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა ჟირომ.


„EXPERTO“ საშუალო და დიდი ზომის ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ კავკასიის, დსთ-სა და ევრაზიის ბაზრებზე შესვლას, სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს - რაც პარტნიორი კომპანიის მოძიებას და სრული სერვისით კლიენტთა წარმომადგენლობაასაც მოიცავს. კომპანიას ასევე აქვს ბაზრის კვლევისა და ბიზნეს კონსალტინგის განხორციელების შესაძლებლობები. „EXPERTO“ აღიარებულია 10-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის აგენტად, მათ შორისაა FTSE Eurofirst 300- ის რამდენიმე მილიარდიანი წევრი.



ავტორი: MediaMall.ge