კრის ნორმანი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა
ამობეჭდვა · 2017-10-11 15:31:00 · 171 ნახვა

ბრიტანელი პოპისა და როკ-მუსიკის შემსრულებელი, კრის ნორმანი ბენდთან ერთად საქართველოს ეწვევა. კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 10 დეკემბერს გაიმართება. 

კრის ნორმანი საქართველოს პირველად ეწვევა და კონცერტზე თითქმის ყველა ცნობილ ჰიტს შეასრულებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯგუფის 14 წევრიდან ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ 10 წევრი ჩამოვა.

66 წლის ბრიტანელი მუსიკოსმა კარიერა 1964 წელს დაიწყო. მის ერთ-ერთ მთავარ ჰიტად მიიჩნევა „Midnight Lady“, რომელიც 1986 წელს გამოვიდა და გერმანიაში ჩარტების პირველი ადგილი ექვსი კვირის განმავლობაში ეკავა.

 



ავტორი: MediaMall.ge