ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მიენიჭა
ამობეჭდვა · 2017-10-11 19:07:56 · 135 ნახვა

11 ოქტომბერს, ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა! ქართული ჭადრაკის ისტორიაში, ნინო მეხუთე ქალია (ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ), ვისაც ვაჟთა შორის უმაღლესი საჭადრაკო წოდება გადასცეს.

ნინო ბაციაშვილმა ფიდეს კონგრესამდე, ინგლისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა და მესამე დიდოსტატობის ნორმა იქ შეასრულა. ქართველმა მოჭადრაკემ, გადააჭარბა 2 500 ქულიან ზღვარს და ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდების მოპოვება შეძლო.

აღნიშნულ ტურნირში ნინოს მეტოქეების უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი მამაკაცი მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც ნინომ უმაღლესი დონის თამაში აჩვენა.

 



ავტორი: Mediamall.ge