ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 2017-10-12 16:56:47 · 504 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 13 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4831 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4830 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0001-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9432 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9339 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0093-ით გაუფასურდა.

 



ავტორი: MediaMall.ge