ტარიელ შავაძე მსოფლიოს ჩემპიონია (VIDEO)
ამობეჭდვა · 2017-10-12 17:57:00 · 193 ნახვა

ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის ტარიელ შავაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა 70 კგ-კატეგორიის ფინალში სომეხი არამიას პოღოსიანი 1-0 დაამარცხა. მანამდე კი, ფრანგ ფრედერიკ მიშელ პაულს 3-0, ნორვეგიელი ანდრეს ჰამერს 8-0 და თურქ ერგუდერ ბეკისდამატს 10-0 მოუგო.

ტარიელ შავაძე წარმოშობით ხულოდანაა, წლებია გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოს სახელით ასპარეზობს.

2001 წელში,15 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკაში ტარდებოდა. 11 სექტემბრის ტერაქტის გამო მან ამ ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

2016 წელს კი, მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ემზადებოდა, მაგრამ ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის გამო მონაწილეობა ვეღარ მოახერხა.

2017-ში ვეტერანმა ქართველმა მოჭიდავემ მაინც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება და გამარჯვება მოიპოვა. 



ავტორი: MediaMall.ge