მარიამ ჭაჭიას - „მოუსმინე სიჩუმეს“, ბელგრადის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა
ამობეჭდვა · 2017-10-13 08:38:24 · 170 ნახვა

მარიამ ჭაჭიას „მოუსმინე სიჩუმეს“ ბელგრადის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის BosiFest 2017 გამარჯვებულია. ფილმმა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის მოიპოვა. ინფორმაციას ფილმის კიდევ ერთი წარმატების შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. 

კინოსურათმა გასულ წელს ლაიფციგის საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი დაიმსახურა. ფილმი სმენის პრობლემის მქონე ბიჭზე მოგვითხრობს - ლუკას ცეკვის სწავლა და სცენაზე ასვლა სურს.

მარიამ ჭაჭიას ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია.

ფილმის გადაღებები 2014 წელს დაიწყო და თბილისის 203-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა.



ავტორი: Mediamall.ge