ფეხბურთელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა
ამობეჭდვა · 2017-10-13 09:19:43 · 273 ნახვა

ფეხბურთელი, ოქროს ბურთის 1995 წლის მფლობელი თავდამსხმელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი  გახდა. მან არჩევნებში ჯოზეფ ბოკაი დაამარცხა.

ჟორჟმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2005 წელსაც მიიღო და მეორე ტურში ელენჯონსონ-სერლიფთან დამარცხდა, რომელიც აფრიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

ვეა პსჟ-ში, "მილანსა" და ლონდონის "ჩელსიში" თამაშობდა. 1995 წელს 7 გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა.



ავტორი: Mediamall.ge