ანა ჩუბინიძის "ჯიბის კაცმა" კანადის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა
ამობეჭდვა · 2017-10-13 15:53:38 · 174 ნახვა

ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი "ჯიბის კაცი" ახალი ჯილდოს მფლობელია. ანიმაციამ, ამჯერად, კანადის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ნამუშევარი Rimouski Film Carrousel -ის ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესო საბავშვო ფილმად დაასახელა. 

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ანიმაციამ მსგავსი შეფასება და ჯილდო რუსული ფესტივალის "კროკის" ჟიურისგან დაიმსახურა.

"ჯიბის კაცი" საფესტივალო ცხოვრება ამ დროისთვიოს 88 საერთაშორისო კინოფესტივალს ითვლის.

 

 



ავტორი: MediaMall.ge