ჯანო ანანიძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
ამობეჭდვა · 2017-10-13 16:30:00 · 402 ნახვა

მოსკოვის „სპარტაკის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს რომში მარცხენა კოჭის სახსარზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ქირურგიული ჩარევა ორი საათი გრძელდებოდა და წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელი გარკვეულ დროს კიდევ დაჰყოფს კლინიკაში სარეაბილიტაციო პროცესის ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ტრავმა 23 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მიიღო. წელს მან შვიდი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.



ავტორი: 1tv.ge