The Sun - ლიონელ მესი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე ფიქრობს
ამობეჭდვა · 2017-10-13 16:33:00 · 181 ნახვა

„ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი კლუბის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს, - ამის შესახებ ამტკიცებს ბრიტანული ტაბლოიდი The Sun. 

არგენტინელი, რომლის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ეჭვობს, რომ კარიერის ბოლომდე კატალონურ კლუბში უნდა დარჩეს.

„ბარსელონადან" წასვლაზე მესი რამდენიმე ფაქტორმა დააფიქრა. ნეიმარის გადასვლა „პარი სენ-ჟერმენში", მთავარ მწვრთნელად ერნესტო ვალვერდეს დანიშვნა, აგრეთვე, პოლიტიკური სიტუაცია კატალონიაში. 

30 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის გაფორმების ვარიანტს მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას განიხილავს.



ავტორი: 1tv.ge