ერთი ბიტკოინი 6 000 დოლარი ღირს
ამობეჭდვა · 2017-10-14 00:00:41 · 368 ნახვა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულება 6000 დოლარს აღწევს. ელექტრონულ ბირჟა BitStamp-ზე 1 ბიტკოინის ფასი 7,5% -ით გაიზარდა და 5846 დოლარი შეადგინა. 

კრიპტოვალუტი მომხმარებელთა შორის პოპულარული პორტსალის Coinmarrketcap-ის ინფორმაციით დღეს ბიტკოინის კაპიტალიზაცია 100 მილიარდ დოლარს აღწევს. 

კრიმპტოვალუტებით უკვე დაინტერესდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა მოუწოდა მარეგულირებლებს დაინტერესდნენ ასეთი ვალუტებით. მისი თქმით, ახალი ფინანსურ-ტექნიკური პროდუქტები უკვე ინტეგრირებულები არიან გლობალურ საგადახდო სისტემაში, ამიტომ მათი იგნორირება სარისკოა. ლაგარდმა არ გამორიცხა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უახლოეს ხანში თავადაც შექმნას კრიპტოვალუტა. 

ბოლო თვეებში კრიპტოვალუტის კურსი წნეხის ქვეშ მოექცა, რადგამ ჩინეთმა და რუსეთმა კრიპტოვალუტასთან წვდომა შეზღუდა. 

დღეს მსოფლიოში 1000-ზე მეტი სხვადასხვა კრიპტოვალუტა არსებობს.



ავტორი: Mediamall.ge