22 ოქტომბერს თბილისში მარათონი გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-10-14 15:19:00 · 186 ნახვა

22 ოქტომბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მარათონი გაიმართება. ღონისძიება სტარტს რუსთაველის გამზირზე, კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს. მარათონის მარშრუტი წელსაც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოიცავს.

მარათონში მონაწილეობის მიღება ფასიანია. რეგისტრაციიდან მიღებული შემოსავალი სრულად გადაეცემა კასპის შშმ პირთა კავშირს.

მარათონზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge



ავტორი: MediaMall.ge