პროდუქტი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ელემენტს შეიცავს
ამობეჭდვა · 2017-10-14 15:47:00 · 495 ნახვა

ფუტკრის პროდუქციას ადამიანი უხსოვარი დროიდან გამოიყენებს. თაფლის გარდა, გამოიყენება პროპოლისი, ყვავილის მტვერი, ჭეო, სადედე ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ცვილი. 


მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ცნობილია ფუტკრის რძე, რომელიც რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას:

ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. ფუტკრის სადედე რძე ერთადერთი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ორგანიზმისათვის ყველა საჭირო ამინომჟავას. ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში. იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. ფუტკრის სადედე რძეს, მუშა ფუტკრები, ყვავილის მტვერისა და თაფლსაგან გამოიმუშავებენ და სპეციალური ჯირკვლებიდან გამოყოფენ. ფუტკრის ოჯახში, ამ რძეს იყენებს მუშა ფუტკარი დედა ფუტკრის და ფუმფლის (ბარტყის) საკვებად. ახლადგამოჩეკილი მუშა ფუტკრის ფუმფლი სადედე რძით იკვებება არსებობის პირველ ორ დღეს, ხოლო დედა _ გამოჩეკიდან, სიცოცხლის ბოლომდე. სწორედ ამ სასწაულმოქმედი საკვების შედეგია ის, რომ დედა ფუტკრის ფუმფლი 5 დღეში წონაში 1600-1800-ჯერ იმატებს და ყალიბდება სრულფასოვან, განაყოფიერება-გამრავლების უნარის მქონე მდედრად. დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-7 წელს აღწევს, ხოლო მუშა ფკტკრის, მხოლოდ 30-40 დღეა. 


ამჟამად, მიჩნეულია, რომ ბუნებაში არ არსებობს ფუტკრის სადედე რძეზე უფრო აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის განვითარების, გაახალგაზრდავების და გამრავლებისთვის. ფუტკრის რძეს, ბუნებაში, ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ. ფუტკრის რძეს იყენებენ პარფიუმერიაშიც.



ავტორი: MediaMall.ge