მარტივი საშუალება უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად
ამობეჭდვა · 2017-10-14 16:14:00 · 319 ნახვა

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. კულინარიის გარდა, ვაშლის ძმარი გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაშიც. მაღალი არტერიული წნევის, შაკიკის, ასთმის, თავის ტკივილის, ართრიტების, მაღალი სიცხის და დამწვრობის, ასევე, სხვა არაერთი დაავადების დროს, ამ საშუალებას წარმატებით იყენებენ. ჩამოთვლილის გარდა, ცნობილია, რომ კურნავს დეპრესიას, უძილობას, სისხლნაკლულობას.


ვაშლის ძმარი რამდენიმე მჟავას შეიცავს: ვაშლის, რძის, ასკორბინის და ძმრის. გარდა ამისა, მასში ბევრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნატურალური ნივთიერებები: B, E ვიტამინები, პანტოტენის მჟავა და პექტინები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა. ყველა ეს კომპონენტი კი, არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე - წმენდს შლაკებისაგან და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან იცავს.


ვაშლის ძმარს იყენებენ ზედმეტი წონის მოსაშორებლად (1 ჩ/ჭ. წყლის და 2 ჩ/კ. ძმრის ნაზავი ყოველდღიურად, ჭამის დროს, დღეში სამჯერ). 


ქრონიკული დაღლილობის დროს კი, ხალხური მედიცინა გირჩევთ, ძილის წინ მიიღოთ თაფლის და ძმრის ნარევი (ერთი ფინჯან თაფლს შეურიეთ 2 კოვზი ძმარი და ყოველ საღამოს მიიღეთ 1 ს/კ.). გააკონტროლეთ, რომ ვაშლის ძმარი იყოს ნატურალური.



ავტორი: MediaMall.ge