ძიუდოში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული "შევარდენი 2005" გახდა
ამობეჭდვა · 2017-10-14 17:13:00 · 211 ნახვა

ძიუდოში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული "შევარდენი 2005" გახდა, რომელმაც დღეს ფინალურ შეხვედრაში "ლიდერი" დაამარცხა. შეჯიბრი, ძიუდოს ფესტივალის პროგრამით, ყვარლის გალავნის ტერიტორიაზე გაიმართა.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საპრიზო ფონდი 160 ათასი ლარი იყო და ჩემპიონობისთვის წინასწარი ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი იბრძოდა: - "პატარა კახი", "ლიდერი", "შევარდენი 2005" და "ლომჭაბუკი".



ავტორი: MediaMall.ge