ხონში ახალი კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ამობეჭდვა · 2017-10-14 17:21:00 · 198 ნახვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდიში ახალი კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, ქარხანაში 30 ადგილობრივი დასაქმდება. საწარმო „ ედელინგი“ ქართულ-გერმანული ინვესტიციით გაიხსნა და მისმა ღირებულებამ რვა მილიონი ლარი შეადგინა. 

საწარმო უახლესი ევროპული ტიპის დანადგარებით არის აღჭურვილი და აქ გადამუშავდება როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეული. 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საწარმოში დამზადებული პროდუქტი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა.



ავტორი: MediaMall.ge