ლუკა კურტანიძემ ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა
ამობეჭდვა · 2017-10-14 17:25:00 · 243 ნახვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანმა ლუკა კურტანიძემ ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

100 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ირანელ სოჰრაბ როსტამ რაჰმატაბადი მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.



ავტორი: MediaMall.ge