„ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში „როვიგომ“ დაამარცხა
ამობეჭდვა · 2017-10-14 19:33:00 · 176 ნახვა

 

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" ევროპული რაგბის "კონტინენტური ფარის" გათამაშებაში პირველ მატჩში იტალიაში "როვიგოს" ესტუმრა და დაძაბულ თამაშში წააგო. ინფრომაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

ბათუმელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ 0:15. იტალიელებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს: მასპინძლებმა ჯერ ლელო დადეს და გარდასახვა გამოიყენეს. მერე ჯარიმაც ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს 10:15.

ბათუმელებმა ტაიმის ბოლოს უპირატესობა ისევ მოიპოვეს და ლელო დადეს, რაც გარდასახვის გამოყენებას მოჰყვა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის უპირატესობა ისევ სოლიდური გახდა 10:15.

მეორე ტაიმში არბიტრმა „როვიგოს“ მოთამაშე გააძევა. თუმცა, მოულოდნელად, იტალიელებმა სწორედ ამ დროს, კაცნაკლულებმა დადეს ლელო და გარდასახვით ისარგებლეს. მერე ეს კიდევ ორჯერ მოახერხეს და 57-ე წუთზე დაწინაურდნენ 31:22.

„ბათუმმა“ გაიბრძოლა და 62-ე წუთზე მორიგი ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ შეასრულა 31:27. დიდი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მეტი ვეღარ მოახერხა და „როვიგომ“ 31:27 გაიმარჯვა.



ავტორი: MediaMall.ge