ჭადრაკში ევროპის თასზე ქართულმა კლუბმა რუსული გუნდი დაამარცხა
ამობეჭდვა · 2017-10-14 20:02:00 · 229 ნახვა

ევროპის საკლუბო თასზე, ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” მე-6 ტურში რუსულ “SHSM“-ს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. კლუბმა 10 ქულა მოაგროვა.

მე-2 ადგილზე 9 ქულით აზერბაიჯანული “ოდლარ იურდუა”, შემდეგ კი, 8-8 ქულით რუსული “უგრა” და ბელორუსული “ბოსა ნოვა” არიან.

დასკვნით მე-7 ტურში, “ნონა” რუმინულ “ტიმიშოარას” შეხვდება.



ავტორი: MediaMall.ge