ჯანო ანანიძეს ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება
ამობეჭდვა · 2017-10-14 20:56:00 · 325 ნახვა

მოსკოვის "სპარტაკისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მარცხენა კოჭზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. "პირველი არხის" ცნობით, ქართველ ფეხბურთელს ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება. ანანიძეს ერთი თვის შემდეგ მოხსნიან თაბაშირს და ექიმები მხოლოდ ამის შემდეგ იტყვიან, როდის შეძლებს ნახევარმცველი საერთო ჯგუფში დაბრუნებას.

ჯანო ანანიძემ ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მიიღო. ამ სეზონში მას მხოლოდ შვიდი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.



ავტორი: MediaMall.ge