15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-10-14 23:20:23 · 916 ნახვა

ვერძი
საინტერესო დღეა და წარმატებული თანამშრომლობის დაწყების  შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, მეტად დააკვირდით ადამიანებს, რომლებთანაც უნდა ითანამშრომლოთ. დაიცავით ეტიკეტი, კანონი. 

კურო
დასვენების დღის მიუხედავად შრომა მოგიწევთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. გარკვეული ცვლილებები გელით როგორც ბიზნესში, ასევე, პირად ურთიერთობებში. საქმიან ურთიერთობებში სიახლეები საინტერესო იქნება. 

ტყუპი
ურიგო დღე არ არის, წარმატება გელით შემოქმედებით საქმიანობაში. არ გამოიჩინოთ მერყეობა და ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან. 

კირჩხიბი
საგარეო საქმეების მოგვარების დღე არ არის, დღეს ოჯახი, ახლობლები და სახლი პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. თუ შინ მუშაობთ, გაიუმჯობესეთ სამუშაო კუთხე. 

ლომი
დღევანდელი დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ გარშემომყოფებს თქვენი გამოცდილება და უნარები დაანახვოთ. კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და კოლექტიური საქმიანობისთვის. მეტად გამოავლინეთ პოზიტივი და თქვენი შესაძლებლობები. 

ქალწული
კარგი დღეა ინფორმაციის მოსაპოვებლად, განათლების დონის ასამაღლებლად, კონსულტაციებისა და გასაუბრებისთვის. აგრეთვე, საჩუქრებისა და წიგნების შესაძენად. 

სასწორი
პოზიტიური დღეა, განსაკუთრებული წარმატება ელით პედაგოგებს და საგამომცემლო სფეროს თანამშრომლებს. ავტორიტეტს აიმაღლებთ კოლეგებთან და თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან. 

მორიელი
ნუ იქნებით მეტისმეტად კრიტიკული, არ დაგავიწყდეთ, რომ იდეალური არც თქვენ ხართ. ეცადეთ, ობიექტურად შეხედოთ არსებულ რეალობას და არ განაწყენდეთ ახლობლებზე. კარგი დღეა აღსარებისთვის, რელიგიური ტექსტების წასაკითხად. 

მშვილდოსანი
დღევანდელი დღე წარმატებული იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ გუნდურად იმოქმედებთ. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ და კარგად აწონეთ მიმდინარე საკითხები და არსებული პერსპექტივები. 

თხის რქა 
გადაამოწმეთ ძველი ჩანაწერები, გამორიცხული არ არის, საინტერესო ინფორმაციას წააწყდეთ. ასევე,  შეამოწმეთ ფოსტა, განაახლეთ კავშირები საინტერესო ადამიანებთან. ზოგ თხის რქას დაწინაურება ელის. 

მერწყული
პოზიტიური დღეა. მეგობრებისგან ყურადღება არ მოგაკლდებათ. ასევე, საყვარელი ადამიანისგან განსაკუთრებულ მზრუნველობას იგრძნობთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვისაც. 

თევზები
გამორიცხული არ არის, რომ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიხდეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ რთულ საკითხებს მარტო ვერ გაუმკლავდებით. გააუმჯობესეთ საჭირო კავშირები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ გავლენიან ახლობლებს.

 



ავტორი: MediaMall.ge