Bjork-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 50-დან 750 ლარამდე ეღირება
ამობეჭდვა · 2017-10-15 08:26:36 · 320 ნახვა

ოქტომბრის ბოლოს, თბილისს ცნობილი ისლანდიელი მუსიკოსი Bjork-ი ეწვევა და ორ სოლო-კონცერტს გამართავს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით. კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. 

31 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 21:00-ზე დაიწყება, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კი დაგეგმილია 3 ნოემბერს, 21:00-ზე.

კონცერტების ბილეთების ფასები განსხვავებულია. თბილისის საკონცერტო დარბაზში 1 ბილეთის ფასი 50-დან 570 ლარამდეა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში - 80 ლარიდან 750 ლარამდე.

ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან დაიწყება.

 



ავტორი: MediaMall.ge