ქართველმა ფეხბურთელმა დანიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა
ამობეჭდვა · 2017-10-15 12:03:07 · 227 ნახვა

ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა. სტუმრად "ნორდსიელანდთან“ გამართულ შეხვედრაში "რანდერსის“ 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მისი გუნდი ანგარიშით 2:3, მაინც დამარცხდა.

ტელეკომპანია იმედის ცნობით, ლობჟანიძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მთავარმა მწვრთნელმა 88-ე წუთზე შეცვალა. თორმეტი ტურის შემდეგ "რანდერსი“ დანიის სუპერლიგაში ბოლო, მეთოთხმეტე ადგილზე იმყოფება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ლობჟანიძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე"ოლბორგთან“ გამართავენ.