რატომ არ უნდა გადააგდოთ ბანანის ქერქი - ბანანის სასარგებლო თვისებები
ამობეჭდვა · 2017-10-16 10:54:00 · 290 ნახვა

ბანანი გემრიელი ტროპიკული ხილია, მაგრამ გემოს გარდა, მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.


ენერგია
ერთი, ან ორი ბანანის ჭამა ვარჯიშამდე, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. გლიკემიური ნახშირწყლების დაბალი დონე, ვიტამინები და მინერალები, ენერგიის გამოჰყოფას უწყობს ხელს, ხოლო კალიუმი, კუნთების კრუნჩხვის პრევენციაა.


დეპრესია
ბანანი ტრიპტოფანებს შეიცავს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი სეროტონინად გადააქცევს. ეს ნივთიერება კი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბედნიერების შეგრძნებაში. ასე რომ, ბანანი დეპრესიის დამარცხებაშიც დაგეხმარებათ.


არტერიული წნევა
კალიუმის შემცველობის გამო, ბანანი არტერიულ წნევას დაბლა წევს და ადამიანს ინსულტისგან და გულის შეტევისგან იცავს.


ყაბზობა
ბანანი სასარგებლოა ასევე ყაბზობის დროსაც.


ანემია
რკინის შემცველობის გამო, ანემიის დროს, ბანანი ძალიან სასარგებლო პროდუქტია.


გულძმარვა
ბანანი გულძმარვის სიმპტომებსაც ამცირებს.


ბანანის ნაყოფის მირთმევის შემდეგ, უმრავლესობა ქერქს აგდებს, რადგან მისი სასარგებლო თვისებების შესახებ არაფერი იცის:


* ბანანის ქერქი ნებისმიერ პასტაზე უკეთესად ათეთრებს კბილებს. პერიოდულად გაიწმინდეთ კბილები ბანანის ქერქის შიდა მხრიდან.


* ბანანის ქერქი აქრობს კოღოს ნაკბენით გამოწვეულ ქავილს და აცხრობს მცირე განაკაწრებისგან წარმოქმნილ ტკივილს.


* ბანანის ქერქი დაგეხმარებათ მეჭეჭებთან ბრძოლაში. ქერქის პატარა ნაჭერი დაიდეთ მეჭეჭზე, დაიკარით პლასტირი. სახვევი გამოიცვალეთ დღეში სამჯერ. ერთ კვირაში მეჭეჭი გაქრება.


* ბანანის ქერქი დაგეხმარებათ სახეზე გაჩენილი გამონაყრის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. ძილის წინ სახე გაიწმინდეთ ქერქის შიდა მხრიდან და დაიძინეთ. დილით სახე დაიბანეთ. რამდენიმე ასეთი პროცედურის შემდეგ კანი გასუფთავდება.


* ბანანი საუკეთესო საშუალებაა დალურჯებების წინააღმდეგ. ნატკენ ადგილას დაიდეთ ბანანის ქერქის შიდა მხარე.



ავტორი: MediaMall.ge