ქვევრის ღვინის ბუმი საქართველოში - ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვი დღითიდღე იზრდება
ამობეჭდვა · 2017-10-17 12:18:00 · 194 ნახვა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მკვეთრად იმატა ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვმა. ჩვენი ქვეყნიდან ასეულობით ქვევრი წაიღეს იტალიელმა, გერმანელმა, ფრანგმა, ხორვატმა და სლოვენიელმა მეღვინეებმა. განსაკუთრებულ ინტერესს, ყველაზე მეტად, იტალიელი მეღვინეები იჩენენ. იტალიის ბაზარზე დიდი ხანია, რაც ქართულ ქვევრში დაყენებული ღვინო გასაყიდად გავიდა. ღვინის ბოთლებს კონკრეტ-ეტიკეტზე მითითებული აქვს, რომ ღვინო ქვევრშია დაყენებული. აქვე გასახსენებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობდა გაბატონებული აზრი, რომ ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე გასატანად საჭირო იყო ღვინის ეგერთ წოდებული ”ევროპული წესით” დაყენება. 

/

უცხოელების უმრავლესობა საქართველოდან წაღებულ ქვევრში დაყენებული ღვინის ეტიკეტზე პატიოსნად უთითებს, რომ ღვინო ქართულ ქვევრშია დაყენებული. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც, გარკვეული მიზნებისთვის, თავს არიდებენ ქვევრის იდენტურობის მითითებას. 

/

უცხოელების ქართული ქვევრით დაინტერესება შეიძლება იმ ტენდენციის გაგრძელებად მივიჩნიოთ, რაც დასავლეთში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მეღვინეობა ძველ ფესვებს დაუბრუნდეს. ღვინო ბუნებრივი, ყოველგვარი ”ალქიმიისაგან” თავისუფალი სასმელი გახდეს. სუთა და ხარისხიან ღვინოს ყველგან აფასებენ. აქედან გამომდინარე, უცხოელები მალევე მიხვდნენ ქვევრის ღვინის ღირსებებს და ქართული ქვევრების ყიდვაც მასობრივად დაიწყეს. 

/

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოსული იყო ცნობილი ფრანფი სომელიე და ღვინცის სპეციალისტი  ქალი, იზაბელ ლეჟერონი. მას განსაკუთებით აინტერესებდა ქართული ქვევრი. ლეჟერონმა საქართველოში გადაღებული დოკუმენტური ფილმი ”ღვინის აკვანი” უმეტესად ქვევრში დაყენებულ ქართულ ღვინოსა და ბიო-მეღვინეებს მიუძღვნა. იზაბელას დიდი დაინტერესება არ გამოუთქვამს კასრებში, ან სხვა ტიპის ჭურჭელში დაყენებული ღვინისადმი.

/

უცხოელი მეღვინეებისა და ღვინის სპეციალისტების მხრიდან ქართული ქვევრით დაინტერესებამ გარკვეული ზეგავლენა უკვე იქონია ქართული ღვინის ბიზნესზე.

მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, საქართველოში თითქმის ყველა თანხმდება, რომ ევროპელი მეღვინეების მიერ ქართული ქვევრებით დაინტერესება მომავალში, შესაძლოა ბევრი ტენდენციის წინაპირობაც გახდეს.  

allnews.ge



ავტორი: MediaMall.ge