18 ოქტომბერს საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნება
ამობეჭდვა · 2017-10-17 14:35:39 · 145 ნახვა

18 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში საქართველო-ირანის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორუმი გაიხსნება, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზატორობით და  ტექნოპარკის მხარდაჭერით იმართება.
 
ღონისძიებას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი გახსნიან.
 
ღონისძიებას დაესწრება ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ჰგავამ შაჰიდი, ქალაქ იაზდის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის ვიცე პრეზინდენტი  აჰმად რეზა ფაგჰიჰ ხორასანი და  ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ საქმეთა ვიცე-პრეზიდენტის,  საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის მოადგილე მასუდ ჰაფეზი.
 
ირანის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), ფარმაცევტიკა, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობა, სასათბურე მეურნეობა, ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, სამშენებლო მასალები, წყლის გამწმენდი დანადგარები, ენერგოსისტემა, ნანოტექნოლოგია, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტრონიკა და სხვა.

 



ავტორი: mediamall.ge